

3 მარტი დედის დღეა!
მივულოცოთ და მოვეფეროთ ყველა დედას!
ხშირად ვამბობთ ხოლმე, ,,რად უნდა სიყვარულს დღე, თუ გიყვარს ყველა დღე სიყვარულისაა,, ,,დედა ხომ ყოველდღე საყვარელია,,. მართალია, დედა ყოვეთვის საყვარელია, მაგრამ, აბა ვაღიაროთ, რამდენი ასეთი დღე გავიდა, რომ დედას არ მოვფერებივართ? რამდენი ხნის წინ ვუთხარით ბოლოს დედას, რომ გვიყვარს და გვეამაყება?
ალბათ ბევრი დამეთანხმეთ, რომ დიდი ხანია ეს არ გაგიკეთებიათ. 3 მარტი კი სწორედ ის დღეა, ის შანსია, როცა დედებს კიდევ ერთხელ ვაგრძნობინებთ იმ დიდ სითბოს და სიყვარულს, რომელიც სწორედ მათ შექმნეს ჩვენში.
დედა ყველას ჰყავს, ადამიანს, ცხოველს მწერს.. ამქვეყნად იქნება თუ იმქვეყნად, დედა მაინც არსებობს და ჩვენს გვერდითაა. არასოდეს გვტოვებს და მაშინაც კი მზრუნველობს, როდესაც ჩვენ თვითონ ვართ დედები.. მერე დიდედები..
მგონია, რომ ქალი მაშინ კი არ ხდება დედა, როდესაც შვილი ეყოლება, არამედ მაშინ, როდესაც დედობა გაიღვიძებს ქალში. ამიტომ, მივულოცოთ მომავალ დედებსაც, მითუმეტეს თუ უკვე არიან იმ დიდი გძნობის მატარებლები, რასაც დედობა ჰქვია.
დედის ლოცვა
ყველაზე დიდი საჩუქარი,
რომელიც კაცობრიობისათვის მოაქვს ადამიანს---ადამიანია.სწორედ ამაშია აზრი სიცოცხლის,სილამაზისა
და უკვდავებისა: რომლის სათავე დედაა.
დედა
შობს,დედა ზრდის,დედა იცავს.დედა ამაყობს თავისი შვილებით.
დედა
მორჩილია და შეუპოვარი,მრისხანეა და ქველმოქმედი,მხიარულია და სევდიანი,ამაყია და თავმოდრეკილი,ღარიბი
და მდიდარი...იგი ტირის და იცინის,კრთება და სხვებს აიმედებს.და ყველგან და ყოველთვის
დედას ერთი მიზანი ამოძრავებს----შვილების ბედნიერება! ამ ბედნიერებისათვის იღწვის
იგი თავაუღებლად,საკუთარი ძალ-ღონის დაუზოგავად.
ვადიდოთ ქალი---დედა, რომლის სიყვარულმაც არ იცის საზღვარი.
დედავ -- სიცოცხლის დიდო საწყისო,
დედავ -- სიცოცხლის ბურჯო მაგარო,
.. ეს გული შენი გულით ხალისობს,
...შენი თვალებით ვხედავ სამყაროს
ჩემს აკვანს ფერად ღილკილებიანს
შენ დამღეროდი „ნანას", „მზე შინას",
.. რამდენი ღამე არ გძინებია,
რომ ჩემთვის ძილი გესწავლებინა
როცა მაცნობდი წარსულს დარდიანს,
შენს ხმაში კრთოდა სევდა ფარული,
.. შენ შემაყვარე, დედავ, ნამდვილად
ჩემი ქვეყანა, ჩემი მამული
შენ ჩემი ხელი ხელში გეჭირა,
ამ მშორდებოდი წუთით, საათით,
რომ სიარული გესწავლებინა
შენც დადიოდი ჩემთან ტაატით
ზოგჯერ თუ სევდა დანისლავს თვალებს, ბედის ქამანდას თუ ვერ გაექცე
ვერ დაიოკებ ცრემლებს ჟინიანს, წილ ხვედრიელი თუ ვერ
გახედნე
ნუ შეგაშინებს უძილო ღამე დღეში რომ კიდევ ცხრაჯერ დაეცე
ვიდრე დედა გყავს,ნუ გეშინია დედის ხელები წამოგაყენებს.
ნუ შეგაშინებს მეხი ძლიერი ჭირთა თმენა და დიდი იმედი
მეხი უფესვო ხეებს ერევა, დედა სიცოცხლის თვალის ჩინია
ვიდრე დედა გყავს ვინ მოგერევა. ვიდრე დედა გყავს ნუ გეშინია.

შენით თენდება, შენით ღამდება,
ჩემო ძვირფასო დედა!
გთხოვ ,მაპატიე შენი სიცოცხლე
მე თუ ვაქციე ცრემლად
დედა შვილისთვის ყველაფერია,
შვილი დედისთვის-სევდა,
ფიქრთ და დარდით გაჭაღარავდი,
განა ვერ ვამჩნევ? ვხედავ.
გკოცნი, გეხვევი, გეალერსები,
თვალ-სევდიანი რომ ხარ,
შეცდომებს აღარ გავიმეორებ
თუკი მეორედ მოვალ.
უცებ ბავშვივით გადავიქცევი
როცა მომაპყრობ მზერას,
წარსულს ,დღევანდელს და მომავალსაც
ბავშვის თვალებით ვხედავ.
იმედიანი დღე ხვალინდელი
ვინ გამითენოს ნეტავ?
ქვეყნად ორია ჩემი მშველელი
მაღლა-ღმერთი, აქ-დედა
Комментариев нет:
Отправить комментарий