სსსმ მოსწავლესთან მუშაობა

სსსმ მოსწავლესთან მუშაობა

რა არის ინდივიდუალური სასწავლო გეგმა (ისგ)?
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა განიხილება ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირების ერთ–ერთ ბოლო დონედ. ამ დროს, სწავლების მეთოდებისა და სტრატეგიების ცვლილებასთან ერთად, სპეციალური სასწავლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებითვის ინდივიდულაური სასწავლო მიზნების იდენტიფიცირება ხდება. ეს მიზნები განსხვავებულია ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებისგან და შედგენილია მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებების გათვალისწინებით, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით.
ინდივიდულაური სასწავლო გეგმაში განსაზღვრულია მოსწავლის ინდივიდუალური სასწავლო მიზნები მისი ინდივიდუალური საჭიროებების, ძლიერი და სუსტი მხარეების გათვალისწინებით. ის არის  სახელმძღვანელო, რომელშიც ასახული და დასაბუთებულია კონკრეტული მოსწავლისთვის საჭირო მხარდაჭერა, რომელსაც მასთან მომუშავე ყველა მასწავლებელი თუ სხვა პროფესიონალი უნდა იზიარებდეს და მისდევდეს. ის არ არის ხისტი დოკუმენტი და რეგულარულ ცვლილებებს მოითხოვს. აუცილებელია, დროის გარკვეულ მონაკვეთში მისი გადაფასება, მოსწავლის შესაძლებლობებთან და მიღწევებთან მიმართებაში მოყვანა და საჭირო ცვლილებების განსაზღვრა.

    ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ეტაპები
       
         ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შემდეგი 5 ეტაპისგან შედგება:
  1.      ინფორმაციის შეგროვება
  2.      მიმართულების განსაზღვრა
  3.      ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება
  4.      ინდივიდუალური სასწავლო გეგმის განხორციელება
  5.      ინდივიდუალური სასწავლო გეგმის გადახედვა/გადაფასება და განახლება

ინფორმაციის შეგროვება –  ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენისთვის აუცილებელია მოსწავლის და სასწავლო პროცესის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის შეგროვება. მოსწავლის შესახებ ინფორმაციის შეგროვება სხვასხვა წყაროების, მეთოდებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით ხდება. გეგმაზე მომუშავე გუნდი უფლებამოსილია მოითხოვოს და გაეცნოს მოსწავლის შესახებ არსებულ სამედიცინო დასკვნებს ან სხვა წერილობით დოკუმენტებს, კონსულტაცია გაიაროს კომპეტენტურ პირებთან, მოახდინოს უშუალო დაკვირვება მოსწავლის სასწავლო აქტივობებში ჩართულობისას, განახორციელოს მოსწავლის პიროვნული ფაქტორების შეფასება სხვადსხვა სტანდარტული ინსტრუმენტების გამოყენებით. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავების ყველა ეტაპზე მოსწავლის შესახებ ინფორმაციის შეგროვების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს:
·   მოსწავლესთან და მის მშობლებთან კონსულტაცია;
·  საგნის მასწავლებლებთან კონსულტაცია;
· სხვა პროფესიონელებთან (ფსიქოლოგი, სპეციალური განათლების პედაგოგი, მეტყველების თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, ექიმი, სოციალური მუშაკი და სხვა) კონსულტაცია;
·   მოსწავლეზე დაკვირვება და სიღრმისეული შეფასება.
მნიშვნელოვანია მოპოვებული ინფორმაციის სათანადო გაანალიზება და მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირება. ეს ნათელს მოჰფენს, თუ რა სფეროები საჭიროებს გაუმჯობესებას და მოსწავლის რომელი რესურსი (ძლიერი მხარეებიშეიძლება ამისთვის გამოვიყენოთ.

მიმართულების განსაზღვრა – ინდივიდულური სასწავლო გეგმა განსაზღვრავს იმ პირებს, რომლებიც უშუალოდ ჩაერთვებიან მისი განხორციელების პროცესში (ინდივიდუალური სასწავლო გეგმის (ისგ) გუნდი). მნიშვნელოვანია, რომ გეგმის განხორციელებაში ჩართულ პირებს შორის როლებისა და  პასუხისმგებლობების განსაზღვრა  ყველა ეტაპზე ხდებოდეს. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა გულისხმობს შემდეგი პირებისა და სტრუქტურების ჩართულობას (თუმცა ყველა მათგანის ჩართვა აუცილებელი არ არის):
·         სკოლის ადმინისტრაცია – განსაზღვრავს მოსწავლის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის კოორდინატორს, განსაზღვრულ პერიოდში უზრუნველყოფს გეგმის შედგენასა და მისი განხორციელების მონიტორინგს, უზრუნველყოფს მოსწავლის მხარდაჭერას სკოლის რესურსებით.
·         ინდივიდუალური სასწავლო გეგმის კოორდინატორი – პასუხისმგებელია ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შეხვედრის ორგანიზებაზე, საჭირო დოკუმენტაციისა და მოსწავლის პორტფოლიოს წარმოებაზე, მონაწილეობს სასწავლო გეგმების მიზნების და სტრატეგიის განსაზღვრაში, მოსწავლის შეფასებაში. რეგულარული კონტაქტი აქვს მოსწავლის მშობლებთან და პედაგოგებთან.
·         პედაგოგები – მონაწილეობას იღებენ მოსწავლის შეფასებაში, სასწავლო მიზნებისა და სტრატეგიების განსაზღვრაში, საჭირო მასალისა და დოკუმნეტაციის შექმნაში; თანამშრომლობს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაში ჩართულ პირებთან.
·         სხვა პროფესიონალები –  მონაწილეობას იღებენ მოსწავლის აკადემიური უანრების შეფასების პროცესში, თანამშრომლობენ ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაში ჩართულ გუნდთან და ახდენენ მათ კონსულტირებას სხვადსხვა საკითხების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში აქტიურ მონაწილეობას იღებენ მოსწავლის მშობლები.

ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება – ინდივიდუალური სასწავლო გეგმის გუნდის წევრებს შორის პასუხისმგებლობების გადანაწილების შემდეგ, მნიშველოვანია მოსწავლისათვის გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო მიზნების დასახვა.
·        გრძელვადიანი მიზანი – ეს არის ის მიზანი, რომელსაც მოსწავლე წლის განმავლობაში აღწევს; გრძელვადიან (წლიურ) მიზანს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის გუნდის წევრები შეთანხმებულად აყალიბებენ   მოსწავლის ძლიერი მხარეების, საჭიროებების, მიღწევის არსებული დონისა და სკოლის რესურსების გათვალისწინებით. ეს მიზანი უნდა ასახავდეს რეალისტურ მოლოდინს მოსწავლის მიმართ და შესაბამისად, შესაძლებელია შეიცვალოს მას შემდეგ, რაც პედაგოგები მოსწავლეს უკეთ გაიცნობენ და მის შესახებ ობიექტურ წარმოდგენას შეიქმნიან.
·         მოკლევადიანი მიზანი – უფრო კონკრეტული და სპეციფიური, რასაც გრძელვადიანი მიზნებისკენ მივყავართ.  მათი მიღწევა უფრო მოკლე დროშია შესაძლებელი – ორ კვირაში, ერთ ან ორ თვეში. მოკლევადიანი მიზნები წარმოადგენს საფეხურებს გრძელვადიანი მიზნებისკენ. თავის მხრივ, მოკლევადიანი მიზნებიც შედგება საფეხურებისგან, ანუ უფრო პატარა მიზნებისგან, რომელსაც უფრო მცირე დროითი ინტერვალი სჭირდება და მკვეთრად განსაზღვრული თანმიმდევრობით ლაგდებიან მარტივიდან რთულისკენ. მოკლევადიანი მიზნები უნდა იყოს ძალიან კონკრეტული გაზომვადი.
ამ ეტაპზე ასევე ხდება სწავლების სტრატეგიების განსაზღვრა, სწავლების პროცესის სხვა დამატებითი საკითხების დაზუსტება, როგორიცაა მოსწავლის სასწავლო განრიგი, საჭირო დამხმარე საშუალებები და სერვისები. დეტალურად ხდება ისეთი საკითხების განსაზღვრა, როგორიცაა: ვინ მუშაობს დასახულ მიზანზე მოსწავლესთან ერთად, სად ხორციელდება დასახულ მიზანზე მუშაობა, სწავლების რა მეთოდები და აქტივობები იქნება გამოყენებული, რა სახის მატერიალური რესურსები, დამხმარე საშუალებებია საჭირო მიზნის მისაღწევად, როგორ მოხდება მოსწავლის წახალისება და სხვა.

ინდივიდუალური სასწავლო გეგმის განხორციელება – ინდივიდუალური სასწავლო გეგმის განხორციელება საკმაოდ დინამიური პროცესია და არ გამორიცხავს გეგმაში ასახული სასწავლო მიზნების და სტარტეგიების ცვლილების შესაძლებლობას. მეტად მნიშვნელოვნია შეფასების სისტემის ჩამოყალიბება. მოსწავლის შეფასება ხორცილედება მისი ინდივიდუალურ სასწავლო მიზნებთან მიმართებაში, იმის მიხედვით მიაღწია თუ არა ბავშვმა დასახულ კონკრეტულ შედეგს.
მიზნის მიღწევის მონიტორინგი ხდება ყოველდღიურად. სპეციალურად შემუშავებული ცხრილის მეშვეობით ყოველდღიურად ფასდება მოსწავლის მიერ შემსრულებული სამუშაოს ხარისხი. შეფასება შეიძლება განხორციელდეს სხვადსხვა სისტემის მიხედვით. ერთ–ერთი შეიძლება იყოს მოსწავლის მიღწევების თვისებრივი დახასიათება: სუსტი, დამაკმაყოფილებელი, საშუალო და მაღალი. მიღწევის თვისობრვი მაჩვენებელი შეიძლება გადავიყვანოთ რაოდენობრივში შეფასების ათ ქულიანი სისტემის გამოყენებით. კვირის ბოლოს ხდება მოსწავლის მიერ მიღებული შეფასებების დაჯამება და გაანალიზება. ესა თუ ის მიზანი მიღწეულად ითვლება, თუ მოსწავლის მიერ დაგროვილი შეფასება სტაბილურად (მინიმუმ ორი კვირის მანძილზე არის მაღალი). თუ აღმოჩნდა, რომ შდეგები სტაბილურად დაბალია ან უარესდება, უნდა მოხდეს დასახული მიზნებისა და შემუშავებული პროგრამის გადახედვა.

ინდივიდუალური სასწავლო გეგმის გადახედვა/განახლება – ამ პროცესის მეშვეობით ინდივიდუალური სასწავლო გეგმის გუნდის წევრები ახდნენ მუშაობის შეჯამებას, აანალიზებენ რამდენად უახლოვდება მოსწავლე განსაზღვრულ შედეგს, ხომ არ არის საჭირო გარკვეული ცვლილებების განხორციელება. მნიშვნელოვანია, ყოველი განსაზღვრული ცვლილების ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაში დოკუმენტირება.


ინდივიდუალური სასწავლო გეგმის დოკუმენტი და შინაარსი


არ არებობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის უნივერსალური ფორმა ან სქემა, რომელსაც საქართველოში ყველა საგანმანათლებლო სისტემა გაიზიარებდა და გამოიყენებდა. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია თავად განსაზღვროს  ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფორმა. თუმცა, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფორმა შეიძლება განსხვავებული იყოს, მისი შინაარსი ერთია და ის შემდეგ ძირითად კომპონენტებს გულისხმობს:
·         დემოგრაფიული მონაცემები
·         მოსწავლის შეფასების შედეგები (ძლიერი და სუსტი მხარეები)
·         გრძელვადიანი მიზნები
·         მოკლევადიანი მიზნები
·         პროგრამა ანუ განხორციელების გზები
·         მიღწეული შედეგების მონიტორინგი
·         ინდივიდუალურ სასწავლო გეგმასთან დაკავშირებული შეხვედრების ოქმები

ქვემოთ მოცემულია ინდივიდუალური სასწავლო გეგმებისა და შეფასების ნიმუშები, რომელიც სხვადსხვა ავტორების მიერ არის რეკომენდირებული.
ნიმუში#1 ინდივიდუალური განვითარების გეგმა (ლაღიძე, ა. ბაგრატიონი, მ & პაჭკორია, თ (2009) ინკლუზიური განათლება: გზამკვლევი მასწავლებლებისათვის)



ინდივიდუალური სასწავლო გეგმა
გამარტივებული ფორმა  
სკოლა__________________ კლასი _______________________________________
მოსწავლე____________________________________________________________
დაბადების თარიღ_____________ასაკი____________________________________
მშობელი/მეურვე_______________________________________________________
მისამართი/ტელეფონი__________________________________________________
შეხვედრის თარიღი____________________________________________________
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა___________დან __________________ მდე
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა გადაიხედება___________________________
შეხვედრის ტიპი (შემოხაზეთ)
საწყისი გადაფასება საჭიროებისამებრ დაგეგმილი შეფასება წლიეური შეფასება
მონაილეები:
ინდივიდუალური სასწავლო გეგმის კომპონენტები
დამხმარე კითხევბი
შეფასება
ძლიერი მხარეები
რისი გაკეთება შეუძლია მოსწავლეს?
რა აინტერესებს?
რა მოსწონს?
რაშია მოსწავლე ყველაზე წარმატებული?
(აღწერეთ დაწვრილებით და ზუსტად )

პრობლემური სფეროები
რა პრობლემები უჩნდება მოსწავლეს ყველაზე ხშირად?
როდის იჩენენ პრობლემები თავს?
(აღწერეთ დაწვრილებით და ზუსტად )

მიზეზები
თქვენი აზრით რა იწვევს პრობლემებს სასწავლო პროცესში?
(აღწერეთ დაწვრილებით და ზუსტად )

საჭიროებები
რა ჭირდება მოსწალეს იმისთვის, რომ უკეთ გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები?
რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ მოსწავლემ უკეთესად იგრძნოს თავი სკოლაში, თანაკლასელებთან და მასწავლებელთან?
(აღწერეთ დაწვრილებით და ზუსტად )

წლიური მიზანი
რისი მიღწევა გვინდა სასწავლო წლის განამავლობაში?
(გაიწერება ცალ–ცალკე მიზანი ყველა იმ საგნისა და სასწავლო აქტივობისთვის, სადაც მოსწავლეს პრობლემა აქვს )

მოკლევადიანი მიზნები
რისი მიღწევა გვინდა საწყის, მეორად და შემდგომ ეტაპებზე წლიური მიზნის მისაღწევად?
(გაიწერება ცალ–ცალკე მიზანი ყველა იმ საგნისა და სასწავლო აქტივობისთვის, სადაც მოსწავლეს პრობლემა აქვს )

პრქტიკული საკითხები
რა დამატებით მასალა შეგვიძლია გამოვიყენოთ?
რა მეთოდი ავირჩოთ სწავლებისათის?
როგორ მოვარგოთ გარემო ბავშვის საჭიროებებს?
როგორ გავზარდოთ სწავლის მოტივაცია?

პასუხისმგებელი პირები
ვინ არის პასუხისმგებელი ინდივიდულური სასწავლო გეგმის განხორციელებზე?
რა კონკრეტული მოვალეობები ეკისრება გუნდის წევრებს? (პედაგოგი, მშობელი, ფსიქოლოგი და სხვა)





ნიმუში #2 ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მონიტორინგი (ლაღიძე, ა. ბაგრატიონი, მ & პაჭკორია, თ (2009) ინკლუზიური განათლება: გზამკვლევი მასწავლებლებისათვის)




ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მონიტორინგი*
ვის მიერ ხორციელდება მონიტორინგი____________________________________________________

დასახული აქტივობები
ორშაბათი
სამშაბათი
ოთხშაბათი
ხუთშაბათი
პარასკევი



















*მოკლედ აღწერეთ დასახული აქტივობების განხორციელების რაოდენობრივი და /ან თვისობრივი მაჩვენებლები (როგორ და რა სიხშირით შესარულა მოსწავლემ მისთვის განკუთვნილი დავალება)




ნიმუში #3  ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მონიტორინგი (გაგოშიძე, თ., ჭინაჭარაული, თ., ფილაური, ქ. & ბაგრატიონი, მ. (2008). ინკლუზიური განათლების პრინციპები)


შეფასების ცხრილი მშობლიურ ენაში
თარიღი __________
მოსწავლე:
მასწავლებელი


დასახული აქტივობები
ორშაბათი
სამშაბათი
ოთხშაბათი
ხუთშაბათი
პარასკევი
1
ცნობს ანბანის ყველა ასოს





2
ასახელებს ანბანის ყველა ასოს





3
წერს საკუთარ სახელს დაფაზე დამოუკიდებლად







შეფასების ცხრილი მათემატიკაში
თარიღი __________
მოსწავლე:
მასწავლებელი

დასახული აქტივობები
ორშაბათი
სამშაბათი
ოთხშაბათი
ხუთშაბათი
პარასკევი
1
ითვლის ოცამდე





2
შეუძლია გადათვლა 10–მდე





3
უმატებს ერთს ათის ფარგლებში







1     როგორ მოვიქცეთ როდესაც კლასში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვს აღმოვაჩენთ?
  ხშირ შემთხვევაში სპეციალური საგანამანათლებლო საჭიროება ბავშვის სკოლაში ჩარიცხვამდე ვლინდება. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მასწავლებელი მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვიდან გარკევული პერიოდის შემდეგ აღმოაჩენს, რომ მას სასწავლო პროგრამის დაძლევაში გარკვეული სირთულეები აქვს; მისი აკადემიური მოსწრება მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა მოსწავლეების მოსწრებას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია განისაზღვროს, არის და თუ არა ეს მოსწავლე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე. ამისთვის კი აუცილებელია მოსწავლის შეფასება.

მოსწავლის შეფასების მოთხოვნით, სკოლა მიმართავს (1) ადგილობრივ რესურსცენტრს  ან (2) განათლების და mecnierebis saministros inkluziuri ganaTlebis mxardaWeris gunds romelic aris saqarTvelos yvela regionSi da TbilisSi.  ბავშვის შეფასება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ხდება. გუნდის შემადგენლობაში შედის ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, სპეციალური მასწავლებელი და სხვა სპეციალისტები. მულტიდისციპლინური გუნდი აფასებს როგორც მოსწავლეს, ასევე მის საგანმანათლებლო გარემოს, რათა ნახოს, რამდენად უწყობს გარემო ხელს მოზარდის სწავლასა და განვითარებას, და პირიქით, ხომ არ ხდება ისე, რომ მოსწავლის სირთულეები ნაწილობრივ ან მთლიანად გარემოს არახელსაყრელი გავლენის შედეგია.


ოჯახი, სკოლა და საზოგადოება გავლენის ურთიერთ შემავსებელი სფეროებია. ეს ის სამი სოციალური სფეროა, რომელშიც ბავშვი იზრდება და ვითარდება. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ სამი სფეროს თანამშრომლობა, რომლის ცენტრალური ფიგურა ბავშვია. სკოლა, ის ადგილია, სადაც მოსწავლე თავისი ცხოვრების ხანგრძლივ და მეტად მნიშვნელოვან პერიოდს ატარებს. ამ პერიოდში უყალიბდება შეხედულებები, ღირებულებები. სკოლა - ეს სიტყვა აერთიანებს არაერთ ადამიანს. თითოეული მათგანის წარმატებული მუშაობა, მიმართული ბავშვის ინტერესებსა და საჭიროებებისკენ მოსწავლის წარმატების მიღწევის საწინდარია, ეს კი გულისხმობს სხვადასხვა პროფესიონალისა და ოჯახის წევრების გუნდურ მუშაობას. თითოეულ მათგანს მნიშვნელოვანი როლი აქვს მოსწავლის სწავლასა და განვითარების პროცესში. აღნიშნული გუნდის ერთობლივი მუშაობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში ირიცხება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე.



ვინ არის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე? 

 ტერმინი - სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, გულისხმობს სწავლის სირთულეებს, რომლის დაძლევაც მოსწავლეს სპეციალური დახმარების გარეშე უჭირს. მოსწავლეს, რომელსაც გააჩნია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, ექმნება სირთულეები და სჭირდება დახმარება შემდეგ სფეროებში: კითხვა, წერა, ანგარიში,ინფორმაციის გადამუშავება, საკუთარი აზრის და შეხედულებების გამოხატვა, სხვების აზრის გაგება, საშინაო და საკლასო დავალებების შესრულება, ქცევა, თანატოლებთან და პედაგოგებთან ურთიერთობა . სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებას შეიძლება იწვევდეს: სხვადასხვა სახის სენსორული და ფიზიკური დეფიციტი, თუკი ის ზეგავლენას ახდენს სასწავლო პროცესზე, ინტელექტუალური განვითარების დარღვევა, გრძელვადიანი მკურნალობის/ჰოსპიტალიზაციის საჭიროება, ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლობა, სოციალური დაუცველობა. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო შესაძლოა მოსწავლე ვერ სძლევდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს და საჭიროებდეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით სწავლებას. ტერმინის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, დამკვიდრება აუცილებელი გახდა მას შემდეგ, რაც სპეციალისტებმა აღიარეს, რომ სირთულეები სწავლის პროცესში მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს არ ახასიათებს. ბევრი მოსწავლე წარუმატებელია სკოლაში, მიუხედავად იმისა, რომ თვალსაჩინო დაზიანება თუ განვითარების დარღვევა არ გააჩნია. შესაბამისად, განსაზღვრა იმისა, აქვს თუ არა მოსწავლეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, დამოკიდებულია არა მის სამედიცინო დიაგნოზზე, ან შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსზე, არამედ სირთულეებზე სწავლის პროცესში. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა მოსწავლე (შემდგომში - სსსმ მოსწავლე), რომელსაც, თანატოლების უმრავლესობასთან შედარებით, აქვს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები, ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს და საჭიროებს სპეციალურ საგანმანათლებლო მომსახურებას. კერძოდ, ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირებას და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებას. ვინ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი? ტერმინი - შეზღუდული შესაძლებლობა ნიშნავს გარკვეული მოქმედების განხორციელების, გარკვეულ მოქმედებაში მონაწილეობის მიღების და რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციაში ან გარემოში ჩართულობის შესაძლებლობის შეზღუდვას. შეზღუდული შესაძლებლობა დამოკიდებულია პიროვნულ ფაქტორებზე(მაგალითად, ნერვ-კუნთოვანი დაავადებების შედეგად სიარულის უუნარობა) ან გარემო ფაქტორებზე (მაგალითად, ადამიანის ფუნქციების შეზღუდვა გარკვეული დაბრკოლებების და წინაღობების გამო). ისტორიულად, შეზღუდული შესაძლებლობა განიმარტება ინდივიდის ფიზიკური, გონებრივი ან ფსიქოლოგიური უნარების დაქვეითების საფუძველზე. შედარებით თანამედროვე მიდგომის მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობა განიმარტება ეკოლოგიურ და გარემო ფაქტორებზე დაყრდნობით. მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობას მისი სამედიცინო დიაგნოზი ასახავს, თუმცა, მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ სამედიცინო დიაგნოზის არსებობა ავტომატურად არ გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსს. ხშირია შემთხვევები, როდესაც გარკვეული დიაგნოზის მქონე ბავშვები (მაგალითად, ეპილეფსია და სხვა) საკმაოდ კარგად არიან ადაპტირებულნი, როგორც სასწავლო გარემოში, ასევე სოციუმში. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის კლასიფიკაციით, შეზღუდული შესაძლებლობა არის დაზიანების/დარღვევის შედეგად გამოწვეული უნარის დროებითი ან ქრონიკული შეზღუდვა ფიზიკურ ან ფსიქიკურ სფეროში, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე. საგულისხმოა, რომ ორი ერთნაირი დაზიანების და / ან სამედიცინო დიაგნოზის მქონე ბავშვს, შესაძლებელია განსხვავებული სახის შეზღუდვები ჰქონდეს და თავისი ასაკისთვის დამახასიათებელ ყოველდღიურ საქმიანობებს განსხვავებულად უმკლავდებოდნენ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მინიჭება რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც შესაბამისი პროფესიონალების ჩართულობით ხორციელდება და ეფუძნება, ერთის მხრივ, მოსწავლის სამედიცინო დიაგნოზს, ხოლო მეორეს მხრივ, მისი ფუნქციონირების დონის დეტალურ ანალიზს. ტერმინის - შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი - განმარტებისას, გამოყოფენ ბავშვების შემდეგ ძირითად კატეგორიებს: გონებრივი განვითარების დარღვევით, მეტყველების განვითარების დარღვევით, მხედველობის დაზიანებით; ორთოპედიული დაზიანებებით, ემოციური დარღვევებით, აუტიზმით, თავის ტვინის ტრავმით, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემებით.


რას არის ინკლუზიური განათლება? 

ინკლუზია ინგლისური სიტყვაა და ქართულად ჩართვას ნიშნავს. ინკლუზიური განათლება გულიხმობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში თანატოლებთან ერთად. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა განათლების უფლების შესახებ საუბარია, როგორც სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტებში, ისე საქართველოს კანონში ზოგადი განათლების შესახებ. ქვემოთ მოყვანილია ამონარიდები საერთაშორისო აქტებიდან და დეკლარაციებიდან ინკლუზიური განათლების შესახებ: 

სალამანკას დეკლარაცია (1994) 

”ყველა ბავშვს აქვს უფლება ისწავლოს... ყველა ბავშვს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ბავშვებზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო პროცესში, რათა მოხდეს მისი ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილება; ინკლუზიური განათლების განხორციელება სათანადო პირობებით უზრუნველყოფს მასში ჩართულ ბავშვებს; ინკლუზიური განათლება განაპირობებს ინკლუზიური საზოგადოების წარმოშობასა და ეფექტურობას”.

ბავშვთა უფლებების კონვენცია, მუხლი 23 

”შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს უფლება აქვს მიიღოს განათლება, რათა შეძლოს ღირსეულად ცხოვრება. ასეთ ბავშვზე სახელმწიფო განსაკუთრებულად უნდა ზრუნავდეს”. კანონი ზოგადი განათლების შესახებ მუხლი 5. ”სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის, აუცილებლობის შემთხვევაში, სკოლა ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში, შეიმუშავებს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას”. მუხლი 9. ”სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის იქმნება ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ან/და დამატებითი სასწავლო პროგრამა, რომლის შესაბამისადაც ხორციელდება მისი სწავლება, სოციალური ადაპტაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაცია. ასეთ შემთხვევებში აღნიშნული მოსწავლის დაფინანსებას უზრუნველყოფს სახელმწიფო.” ინკლუზიური განათლების მიზანია, ყველა ბავშვს მიეცეს თანაბარი შესაძლებლობა თანატოლებთან ერთად ისწავლოს და საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მიიღოს ხარისხიანი განათლება ინკლუზიური განათლების საერთაშორისო მოდელის მიხედვით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის და კლასის სრულუფლებიანი წევრია. ის სრულად უნდა მონაწილეობდეს სასკოლო და საკლასო აქტივობებში, სკოლაში მიმდინარე აკადემიურ (მაგ. წერა, კითხვა) და არა აკადემიურ (მაგ. დასვენებებზე თანატოლებთან თამაში) პროცესებში. ინკლუზიური განათლება აღიარებს მრავალფეროვნებასა და განსხვავებულობის აუცილებლობას მოსწავლეების სწავლების პროცესში. განსხვავებული საგანმანათლებლო შესაძლებლობების და საჭიროების მქონე მოსწავლეების განათლება, რასაკვირველია, სწავლების განსხვავებული მიდგომების, სტრატეგიებისა და მეთოდების გამოყენებას გულისხმობს. ყველას მიმართ სწავლებისა და ქცევის მართვის ერთნაირი სტრატეგიების გამოყენება უარყოფს ბავშვებს შორის განსხვავებულობას და მათ ინდივიდუალობას. სწორად დაგეგმილი ინკლუზიური განათლების პირობებში, ყველა მოსწავლეს ეძლევა საკუთარი პოტენციალის სრულად სრულად რეალიზების შესაძლებლობა. განათლების ინკლუზიური მიდგომის თანახმად, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლასა და მის სასწავლო პროცესში ჩართვა უმთავრესი პრიორიტეტია. მოსწავლეების სპეციალიზირებული პროფილის მქონე სკოლებსა და კლასებში განაწილება უნდა ხდებოდეს გამონაკლის შემთხვევებში და რეკომენდირებულია მხოლოდ მაშინ, როცა ზოგადსაგანმანათლებლო კლასში ჩართულობა ვერ უზრუნველყოფს ბავშვის საგანამანათლებლო თუ სოციალურ საჭიროებებს, ან როცა ეს აუცილებელია ამ ბავშვის ან სხვა ბავშვების კეთილდღეობისთვის. ამ შემთხვევაში, მშობლებს აქვთ უფლება მიიღონ კვალიფიციური და ამომწურავი კონსულტაცია განათლების იმ ფორმის შესახებ, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება მათი შვილების საჭიროებებს, რათ სწორი არჩევანი გააკეთონ. ინკლუზიური განათლება ინკლუზიური საზოგადოების ფორმირების აუცილებელი წინაპირობა. თუ სკოლას ჰყავს სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლე, სკოლამ აუცილებლად უნდა განსაზღვროს თუ რას აკეთებს იმისთვის, რათა ამ მოსწავლეს განათლებისთვის ადეკვატური პირობები შეუქმნას. მოსწავლეს შეიძლება ჰქონდეს ინდივიდუალური საგაკვეთილო განრიგი. ზოგიერთი დიაგნოზის გათვალისწინებით და ბავშვის საჭიროებიდან გამომდინარე შესაძლოა მოხდეს ისე, რომ მოსწავლე გაკვეთილებს ესწრებოდეს კვირაში რამდენიმე დღე, წინასწარ განსაზღვრულ დღეებში ან დადიოდეს სკოლაში ყოველდღე, მაგრამ ესწრებოდეს მხოლოდ გარკვეულ გაკვეთილებს. გაკვეთილები, რომელსაც მოსწავლე დაესწრება შეთანხმებული უნდა იყოს მშობელთან. შესაძლოა სსსმ მოსწავლე, დიაგნოზიდან გამომდინარე, ვერ ახერხებდეს სკოლაში მოსვლას დილის საათებში (წამლის მიღების აუცილებლობა დილის საათებში; ქუჩაში გამოსვლის შეუძლებლობა ახალგაღვიძებულ მდგომარეობაში; დილით ადრე გაღვიძების შეუძლებლობა), ამ შემთხვევაშიც მოსწავლისათვის შემუშავდება ინდივიდუალური საგაკვეთილო განრიგი. სასურველია საგაკვეთილო ცხრილი სკოლამ შეადგინოს სსსმ მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინებით (გაკვეთილების გადანაწილება ცხრილში ისე, რომ სსსმ მოსწავლე ახრერხებდეს მისთვის აუცილებელ ძირითად საგნებზე დასწრებას მიუხედავად მისი ინდივიდუალური საგაკვეთილო განრიგისა). მოსწავლის ინდივიდუალურ საგაკვეთილო განრიგის განსაზღვრაში სკოლას დახმარებას უწევს განათლების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის წევრი. ხშირ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ სკოლამ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს შეუდგინოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა. თუ მოსწავლეს სწავლის სირთულეები აქვს, მისი შეფასების კრიტერიუმები უნდა შედგეს მისი ინდივიდუალური გეგმიდან და მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. მასწავლებელს არ უნდა მოერიდოს ორი აბსოლუტურად სხვადასხვა შესაძლებლობების მქონე მოსწავლისთვის ერთი და იმავე ქულის დაწერა, რადგან ქულა ამ ორი მოსწავლის შესაძლებლობების რეალიზების დონეს უნდა გამოხატავდეს. იმისათვის, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, სწავლის სირთულეების მქონე მოსწავლეების სწავლების პროცესი იყოს უფრო ეფექტური და მოსწავლის შესაძლებლობების განვითარებაზე ორიენტირებული, აუცილებელია მათი სწავლება ხდებოდეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით.

რა არის ინდივიდუალური სასწავლო გეგმა?

 ინდივიდუალური სასწავლო გეგმა არის ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით შემუშავებული სასწავლო გეგმა სსსმ მოსწავლისათვის, რომელიც წარმოადგენს სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილს. იგი მაქსიმალურად უნდა ითვალისწინებდეს სსსმ მოსწავლის ყველა საგანმანათლებლო საჭიროებას და მისი დაკმაყოფილების გზებს, მოსწავლის ინტერესებსა და ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, აგრეთვე, ყველა დამატებით აქტივობას, რომელიც აუცილებელია გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა იქმნება სასწავლო წლის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი კვირისა ან მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში. ამ დოკუმენტში განსაზღვრულია მოსწავლის ინდივიდუალური სასწავლო მიზნები მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ეს მიზნები შესაძლოა განსხვავებული იყოს მოსწავლის საფეხურის შესაბამისი სასწავლო პროგრამის მიზნებისგან, თუმცა ძირითადად მაინც ეროვნულ სასწავლო გეგმას ეყრდნობა. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლისათვის ინდივიდუალური მიზნების განსაზღვრა არ ნიშნავს მოსწავლის სასწავლო პროცესისგან მოწყვეტას, პირიქით, ინდივიდუალური გეგმა კიდევ უფრო უნდა უწყობდეს ხელს მოსწავლის ჩართვას სასკოლო და საკლასო აქტივობებში. სწავლის პროცესში სირთულეების გამოვლენის შემდეგ, სკოლამ უნდა უზრუნველყოს სსსმ მოსწავლისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა. სსსმ მოსწავლისათვის ი.ს.გ. შედგენის პროცესის პირველი ეტაპია მოსწავლის სხვადასხვა უნარების შეფასება (მოსწავლის რა უნარების შეფასებაა აუცილებელი და ვინ ახდენს ამ უნარების შეფასებას, იხ. ქვემოთ თავი: ვინ მონაწილეობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენასა და განხორციელებაში). მოსწავლის უნარების შეფასების და მისი ძლიერი და სუსტი მხარეების, მისი შესაძლებლობების განსაზღვრის შემდეგ, იწყება მუშაობა ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენაზე. როგორც აღვნიშნეთ, ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაში გათვალისწინებულია მოსწავლის ინდივიდუალური მიზნები.

გრძელვადიანი მიზანი ეს არის ის მიზანი, რომელსაც მოსწავლემ უნდა მიაღწიოს სასწავლო წლის ბოლოს ამა თუ იმ საგანში. გრძელვადიანი მიზანი შედარებით ზოგადია და მოსწავლის გარკვეული უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული. გრძელვადიანი მიზნები იწერება ეროვნულ სასწავლო გეგმაში, საგანში მოცემული მიმართულებების მიხედვით. სხვადასხვა საგნებში, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სხვადასხვა ძირითადი მიმართულებებია გამოყოფილი. 
მაგალითად, ქართულის საგანში გამოყოფილია შემდგი მიმართულებები: ზეპირმეტყველება, კითხვა, წერა. მათემატიკის საგანში: რიცხვები და მოქმედებები, კანონზომიერებები, ალგებრა, გეომეტრია და სივრცის აღქმა. მიმართულებები საგნებში ყველა საფეხურზე ერთი და იგივეა, კლასების მიხედვით იცვლება მოსწავლის მიერ მისაღწევი მიზნები. ინდივიდუალური გრძელვადიანი მიზნები სწორედ ამ მიმართულელებში განსაზღვრულ მიზნებს უნდა ეფუძნებოდეს, იმ განსხვავებით, რომ მოსწავლის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შესაძლოა მოდიფიკაცია განიცადოს - გამარტივდეს ან ფორმა იცვალოს.   
მოკლევადიანი მიზნები ეს არის საფეხურები, რომლებსაც გრძელვადიანი მიზნისკენ მივყავართ. მოკლევადიანი მიზნები უფრო კონკრეტული და სპეციფიკურია. მოკლევადიანი მიზანი ძირითადად გაწერილია 4-6 კვირაზე. მოკლევადიანი მიზნების ერთობლიობას და თანმიმდევრულობას ლოგიკურად უნდა მივყავდეთ გრძელვადიანი მიზნისკენ.  

 მიზნის შესაბამისი აქტივობები არის ის მოქმედებები, რომლებსაც მოსწავლე ახორციელებს გაკვეთილზე და რომელთა მიზანია მოკლევადიანი მიზნის მიღწევა. ეს არის ის მოქმედებები, რომლებსაც მოსწავლე ახორციელებს საკლსაო ოთახში/რესურს ოთახში/ სახლში და რომლებიც ხორციელდება განსაზღვრულ დროში კონკრეტული მიზნის მისაღწევად. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის შემდეგ უნდა ჩატარდეს ისგ ჯგუფის წევრების მინიმუმ ერთი მიმდინარე და ყოველი სემესტრის ბოლოს, ერთი შემაჯამებელი შეხვედრა. შეხვედრებზე განიხილება გეგმის შესრულების მიმდინარეობა და გეგმაში შესატანი ცვლილებები. მნიშვნელოვანია, რომ გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნები შესაძლოა შეიცვალოს მას შემდეგ, რაც გადაიხედება გეგმის განხორციელებისა და მიზნების მიღწევის პროცესი და განისაზღვრება - ხომ არ გაჩნდა მიზნებში ცვლილებების შეტანის საჭიროება: მიზნების გართულება ან გამარტივება, მოსწავლის მიღწევებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე. გეგმის განხორციელების მონიტორინგის შედეგად, ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ექვემდებარება პერიოდულ ცვლილებებს.

 ისგ ნიმუში 

რა უნდა ვიცოდეთ ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესახებ?


ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შეიძლება შემუშავდეს ყველა საგანში ან რომელიმე კონკრეტულ საგანში/საგნებში სსსმ მოსწავლის საჭიროების შესაბამისად. მაგალითად, თუ მოსწავლეს აღენიშნება მხოლოდ მოტორული უნარების განვითარების დარღვევები, მას შესაძლოა დასჭირდეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მხოლოდ სპორტის საგანში ან თუ მოსწავლეს სირთულეები აქვს მათემატიკის საგანში, მისი საფეხურით გათვალისწინებული მიზნების მიღწევაში, მას ინდივიდუალური სასწავლო გეგმა დასჭირდება მხოლოდ მათემატიკის საგანში. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა დგება იმ საგანში/საგნებში, რომელშიც მოსწავლეს სირთულეები აქვს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად. იმის გადასაწყვეტად თუ, რომელ საგნებში მოხდება მოსწავლისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა, სკოლის პერსონალს დახმარებას უწევს საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის წევრი. შერჩეულ საგნებში განისაზღვრება სასწავლო შედეგები, სწავლების სტრატეგიები და სასწავლო (როგორც საკლასო, ისე საშინაო) აქტივობები. მნიშვნელოვანია, ასევე განისაზღვროს: 
1. დრო, რომელსაც მასწავლებელი დაუთმობს შერჩეულ მიზანს, აქტივობასა თუ მასალას;
 2. მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი და/ან ინდივიდუალური მეცადინეობები, მეცადინეობების დრო, ადგილი და ხანგრძლივობა;
 3. დამატებით და/ან ინდივიდუალურ მეცადინეობებზე პასუხისმგებელი პირი; სსსმ მოსწავლისათვის დამატებითი დამხმარე პერსონალის (სანიტარი, ძიძა) საჭიროება; 
4. სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი მასალა (სახელმძღვანელოები და მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი საგანმანათლებლო მასალა) და მასალის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი (რომელიც შეიძლება იყოს მშობელიც);
 5. მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი ტექნიკური რესურსი (ავტობუსით მომსახურების საჭიროება, კომპიუტერით სარგებლობის აუცილებლობა, მისთვის საჭირო სასკოლო ავეჯის აუცილებლობა, დასვენების საჭიროება და სხვ.). 


რა უნდა ვიცოდეთ სსსმ მოსწავლის სწავლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე?


 სსსმ მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება, დასწრება და გაცდენები 
1. სსსმ მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება ხდება იმავე პრინციპით, რომლითაც ხდება ნებისმიერი სხვა მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება. თუ სსსმ მოსწავლე განათლებას იღებს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით, ფასდება მის მიერ ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევის დონე. სსსმ მოსწავლე, რომელიც წარმატებით სძლევს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას, ფასდება მაღალი ქულით. მნიშვნელოვანია, მასწავლებელს ახსოვდეს, რომ ის სსსმ მოსწავლის შეფასებას ახდენს არა ეროვნულ სასწავლო გეგმაში ასახული მიზნების მიღწევის მიხედვით არამედ მოსწავლის ისგ-ით გათვალისწინებული მიზნების მიღწევის შედეგით. მაგალითად, მესამე კლასის მოსწავლეებისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზანი ზეპირმეტყველებაში, გაკვეთილის თემიდან გამომდინარე, შესაძლოა იყოს მასწავლებლის მიერ წაკითხული მასალის გაგება და შინაარსის გადმოცემა. სსსმ მოსწავლეს, ინდივიდუალური სასწავლო გეგმიდან გამომდინარე, შეიძლება ევალებოდეს წაკითხული მასალიდან მხოლოდ მთავარი გმირის გამოყოფა და აღწერა გარეგნული მახასიათებლების მიხედვით. თუ კლასი ყვება „უბედური ქორბუდას“ შინაარსს, სსსმ მოსწავლე ასახელებს მთავარ გმირს, ქორბუდას და ასახელებს მის გარეგნულ მახასიათებლებს. სსსმ მოსწავლე, ამ შემთხვევაში, შესაძლოა შეფასდეს ისეთივე მაღალი ქულით, როგორც მისი თანაკლასელები, რადგან მან შეძლო ისგ-ით გათვალისწინებული მიზნის მიღწევა. 
2.სსსმ მოსწავლისთვის სემესტრული, წლიური, საერთო წლიური და საფეხურის საერთო ქულების გამოანგარიშება ხდება იმავე პრინციპით, როგორც სხვა მოსწავლეებისათვის.
 3. გამონაკლისის შემთხვევაში დასაშვებია სსსმ მოსწავლეს არ ქონდეს სემესტრული შეფასება ერთ ან რამდენიმე საგანში. გამონაკლისი დაიშვება მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე. გამონაკლის შემთხვევაში, მოსწავლის საგნის სემესტრული ქულა წარმოადგენს საგნის წლიურ ქულას. თუ სსსმ მოსწავლე რომელიმე საგანში მოცემულ სემესტრში არ ფასდება, ეს ხელს არ უშლის მას გადავიდეს მომდევნო კლასში. 
4. თუ სსსმ მოსწავლეს აქვს მოწყვლადი ჯანმრთელობის მდგომარეობა და არსებობს ამის დამადასტურებელი საბუთი მის პირად საქმეში, სსსმ მოსწავლის მიმართ არ ვრცელდება ეროვნულ სასწავლო გეგმაში გაცდენების მუხლში აღნიშნული ღონისძიებები, რომლებსაც სკოლა ჩვეულებრივ ატარებს მოსწავლის მიერ სკოლის გარკვეული საათების გაცდენის შემთხვევაში. 


სსსმ მოსწავლეთა შინ სწავლება


იმ შემთხვევაში, თუ სსსმ მოსწავლეს ესაჭიროება ხანგძლივი ჰოსპიტალიზაცია, ან ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ვერ დადის სკოლაში, სკოლა მიმართავს მულტიდისციპლინურ გუნდს, რომლის დასკვნის საფუძველზეც სსსმ მოსწავლის განათლების მიღება უზრუნველყოფილ უნდა იქნეს შინ სწავლების მეთოდით. ამ შემთხვევაში მოსწავლე ირიცხება სკოლაში, მაგრამ არ ესწრება გაკვეთილებს; სკოლა უდგენს მას სწავლების სპეციალურ გეგმას, რომლის მიხედვითაც მოხდება სსსმ მოსწავლის შინ სწავლება.
 მაგალითი 1: სსსმ მოსწაველეს აქვს ბავშვთა ცერებრალური დამბლის დიაგნოზი. დიაგნოზიდან გამომდინარე აღენიშნება ალერგია სიცივეზე (რისი სამედიცინო დოკუმენტაციაც არსებობს), რის გამოც ზამთარში მისი სახლიდან გამოყვანა საფრთხეს უქმნის მოსწავლის ჯანმრთელობას. ამ შემთხვევაში მოსწავლეს უფლება აქვს ისარგებლოს შინ სწავლების სერვისით, მულტიდისციპლინური გუნდის წევრის დასკვნის საფუძველზე.
 მაგალითი 2: სსსმ მოსწავლეს აქვს ეპილეფსიის დიაგნოზი (რისი სამედიცინო დოკუმენტაცია არსებობს). ხშირი გულყრების გამო მისთვის სახიფათოა სახლიდან გამოსვლა, გულყრა შესაძლოა განვითარედეს გაღვიძებიდან მოკლე პერიოდის გასვლის შემდეგ, გადაღლის ფონზე და ა.შ. რაც საფრთხეს უქმნის მოსწავლის ჯანმრთელობას. ამ შემთხვევაში მოსწავლეს უფლება აქვს ისარგებლოს შინ სწავლების სერვისით, მულტიდისციპლინური გუნდის წევრის დასკვნის საფუძველზე.


სპეციალური მასწავლებლის ფუნქცია-მოვალეობები სკოლაში: 


 სპეციალური მასწავლებლის ნებისმიერი აქტივობის მთავარი მიზანი სსსმ მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩართულობისკენაა მიმართული. მოსწავლეთა მონაწილეობა- ინკლუზიური სკოლის მთავარი პრინციპია. სკოლის კურსი და სტრატეგია, განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებთან მიმართებაში, ეფუძნება მათ სრულფასოვან მონაწილეობას სკოლის ცხოვრებასა და აქტივობებში. ეს მონაწილეობა განვითარების ერთერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა. მასწავლებელთან, გამოცდილ თანაკლასელებთან ერთად სხვადასხვა აქტივობებში ჩართულობა, სსსმ მოსწავლეს იმ კოგნიტური ფუნქციების განვითარებაში ეხმარება, რომლებიც ჯერ არ არიან მომწიფებულნი, მაგრამ მომწიფების პროცესში იმყოფებიან. ადამიანი სხვა ადამიანებთან აქტიური ინტერაქციის პროცესში ვითარდება და არა გარემოსგან მოწყვეტით ან განმარტოვებით(ვიგოდსკი).სკოლის გარემოში, სსსმ მოსწავლის სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას მნიშვნელოვანი როლი აკისრია სპეციალურ მასწავლებელს. მას ერთგვარი შუამავლის ფუნქცია აქვს სსსმ მოსწავლესა და სკოლას შორის. 
 სპეც.მასწავლებელი საგნის მასწავლებელს კონსულტირებას უწევს და ეხმარება ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენაში. სპეციალური მასწავლებელი საგნის მასწავლებელს ეხმარება გაკვეთილს დაგეგმვაში, მოსწავლის სუსტი და ძლიერი მხარეების განსაზღვრაში და მათი გათვალისწინებით, აქტივობების, ასახსნელი მასალის მიწოდების სწორი სტრატეგიების შერჩევაში. სპეც. მასწავლებელი ეხმარება მასწავლებელს სსსმ მოსწავლისათვის ადეკვატური სასწავლო გარემოს შექმნაში, რომელიც ხელს უწყობს სსსმ მოსწავლის სენსო-მოტორულ, კოგნიტურ, ემოციურ, სოციალურ განვითარებას და მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენას. 
 სსსმ მოსწავლის კლასში ყოფნისას ხშირად იქმნება ისეთი გარემო, რომელშიც სსსმ მოსწავლე თავს გარიყულად გრძნობს. მისთვის სირთულეს წარმოადგენს თანატოლებთან ურთიერთობა. სპეც. მასწავლებლი ასეთ შემთხვევაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მას შეუძლია ხელი შეუწყოს სსსმ მოსწავლესა და დანარჩენ მოსწავლეებს შორის პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და ჯგუფთან მიკუთვნებულობის ხარისხის გაზრდას. ზემოთ ხსენებულის მიღწევა შესაძლებელია ჯგუფური აქტივობების დაგეგმვით, ისეთი საკლასო აქტივობების შერჩევით, რომელიც ერთის მხრივ, განავითარებს მოსწავლეების თანამშრომლობით უნარებს - თითოეული მოსწავლე ჯგუფის თანამონაწილედ იგრძნობს თავს და მეორეს მხრივ, სსსმ მოსწავლეს დაეხმარება თავისი შესაძლებლობების გამოვლენაში. როდესაც ადამიანები ცდილობენ ერთად განახორციელონ ხვადასხვა აქტივობები, ისინი ასევე ცდილობენ გააერთიანონ და ერთმანეთთან შეათანხმონ მათი განსხვავებული პერსპექტივები, წარმოდგენები, აზრები, ქმედებები; ცდილობენ შეცვალონ საკუთარი ქცევა იმისთვის, რომ მოარგონ  ისინი სხვების ქცევებს. ასეთი ურთიერთქმედებები და ურთიერთგაგება წარმოიშვება ადამიანებს შორის ინტერაქციის პროცესში. კლასის მართვა რთული და შრომატევადი პროცესია, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის არსებული თანამშრომლობითი ურთიერთობა მნიშვნელოვნად განაპირობებს მოსწავლის ჩართულობას სასწავლო პროცესში, მის მოტივაციას სწავლისადმი. ზოგჯერ კლასში თავს იჩენს ხოლმე ისეთი პრობლემები(მოსწავლის/ების მხრიდან პრობლემური ქცევის/ების გამოვლენა), რომლის მოგვარებაც მხოლოდ ერთი ადამიანისთვის დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს და ის საჭიროებს კომპეტენტური ადამიანის დახმარებას. სპეც.მასწავლებელი საგნის მასწავლებელს ეხმარება კონკრეტული მოსწავლის, ან კლასის ქცევის მართვაში. ის არის ადამიანი, რომელიც ფლობს პრობლემური ქცევის მართვის სტრატეგიებს, შეუძლია დაადგინოს პრობლემური ქცევის/ების გამომწვევი მიზეზი/ები, საჭიროების შემთხვევაში დახმარებისთვის მიმართოს სკოლის ფსიქოლოგს და მათ ერთად შეიმუშავონ ქცევის მართვის სტრატეგიები კონკრეტული სიტუაციისათვის. რთული ქცევა არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მასწავლებელს პრობლემები ექმნება მოსწავლესთან ურთიერთობაში. ხშირად მასწავლებელსა და სსსმ მოსწავლეს შორის არ ხერხდება თანამშრომლობა იმის გამო, რომ მოსწავლეს კომუნიკაციის დამყარების პრობლემები აქვს. საგნის მასწავლებელს ასეთ დროს კონსულტირებას უწევს სპეც.მასწავლებელი და დამხმარე ან ალტერნატიული ტექნოლოგიების გამოყენებით უზრუნველყოფს მოსწავლესთან კომუნიკაციის დამყარებას. ამგვარი საშუალებები შეიძლება იყოს სურათებით კომუნიკაცია, ერთად შემუშავებული სიმბოლოები, დამხმარე ილუსტრაციები. (მაგ. კლასში იმყოფება მოსწავლე, რომელის აკადემიური სფეროს განვითარება დიდი განსხვავებით არ ჩამორჩება თანაკლასელების აკადემიური სფეროს განვითარებას, მაგრამ მას აქვს პრობლემები მეტყველების განვითარებაში, ვერბალურად ვერ გადმოსცემს საკუთარ აზრს, შეხედულებებს, ვერ პასუხობს მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვებს... ასეთ დროს სპეციალური მასწავლებელი და საგნის მასწავლებელი მოსწავლესთან მუშაობისას იყენებენ სურათებით კომუნიკაციას, როგორც დამხმარე საშუალებას. სურათზე გამოსახული ობიექტებით მოსწავლეს შეუძლია გამოხატოს თავისი აზრი, სურვილი. წინასწარ შეთანხმებული სიმბოლოები, რომლის მნიშვნელობა ცნობილია, როგორც სსსმ მოსწავლისათვის, ასევე მასწავლებლებისა და თანაკლასელებისთვის, ასევე შეიძლება გამოიყენონ, რათა კომუნიკაცია მოსწავლესთან მისთვის შესაძლებელი ფორმით დაამყარონ. სსსმ მოსწავლე საჭიროებს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას, რომლის შედგენაში აქტიურად მონაწილეობს სპეციალური მასწავლებელი. ის, მოსწავლის ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, ახდენს ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირებას. სპეც.მასწავლებლი უშუალოდ გაკვეთილის მიმდინარეობის პროცესში ეხმარება მასწავლებელს ისგ-თი გათვალისწინებული მიზნების შესაბამისი აქტივობების განხორციელებაში, მოსწავლეს განუმარტავს მასწავლებლის ინსტრუქციებს და ა.შ. სპეციალური მასწავლებელი მონაწილეობს სსსმ მოსწავლის ირგვლივ მიმდინარე სასკოლო აქტივობებში. ამისთვის აუცილებელია, რომ ის კარგად იცნობდეს მოსწავლეს, მის შესაძლებლობებს, ინტერესებს, ამიტომ სპეც.მასწავლებელი აქტიურად თანამშრომლობს როგორც მოსწავლის მასწავლებლებთან, ასევე მის მშობელთან, აღმზრდელთან (თუ ბავშვი სკოლა-პანსიონში ირიცხება). კარგად იცნობს მოსწავლის ირგვლივ არსებულ გარემოს, შესაბამისად, შეუძლია რეკომენდაციები მისცეს მშობელს ან აღმზრდელს მოსწავლის სწავლებასთან თუ ურთიერთობასთან მიმართებაში. მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებების შეფასების საფუძველზე შეუძლია რეკომენდაციები მისცეს მოსწავლის მშობელს, თუ რომელი სპეციალისტის ჩართვაა საჭირო ბავშვთან მუშაობის პროცესში. მოსწავლის მშობელთან, აღმზრდელთან თანამშრომლობის საფუძველზე, სპეც.მასწავლებელი ახორციელებს მოსწავლის მიერ უკვე დასწავლილი უნარების გენერალიზებას-გამოვლენას სხვადასხვა გარემოში. სპეციალური მასწავლებელი სსსმ მოსწავლის განათლებასა თუ სასწავლო პროცესში ჩართულობაზე ზრუნავს არა მხოლოდ მოსწავლის სკოლაში ყოფნისას, არამედ იმ შემთხვევაშიც, თუ მოსწავლე სხვა სკოლაში გადადის. ის აქტიურად თანამშრომლობს ახალი სკოლის სპეც.მასწავლებელთან თუ საგნის მასწავლებლებთან, დეტალურად აცნობს სსსმ მოსწავლის მიერ მიღწეულ შედეგებს, საჭიროებებს, ყველაფერს, რაც კი სსსმ მოსწავლის სწავლასთან არის დაკავშირებული. ამ გზით ის ზრუნავს სსსმ მოსწავლის მომავალ მიღწევებზე. სპეც.მასწავლებელი, როგორც ვთქვით, აქტიურად მონაწილეობს სსსმ მოსწავლისთვის ისგ-ს შედგენაში. მას აქვს უფლება გამოიყენოს სხვადასხვა სპეციალისტთა შეფასებები(ფსიქოლოგი, ლოგოპედი), რომელთა შედეგების გათვალისწინებით, მოსწავლეზე დაკვირვებით, მშობელთან გასაუბრებისა თუ აკადემიური უნარების შეფასების საფუძველზე ადგენს ისგ-ს, შემდეგ კი მონაწილეობს, როგორც ამ გეგმის განხორციელებაში, ასევე მისი განხორციელების მონიტორინგში, გეგმის გადახედვის პროცესში; იგი უშუალოდ გაკვეთილის პროცესში აკვირდება ისგ-ს განხორციელების პროცესს, საგნის მასწავლებლებთან ერთად მსჯელობს თუ რამდენად ერგება შედგენილი ისგ მოსწავლის შესაძლებლობებსა და ინტერესებს. ან რომელიმე მიზანი ხომ არ არის ჩასამატებელი ან ამოსაღები, აქტივობები სწორად არის თუ არა შერჩეული და ა.შ. სპეც.მასწავლებელი აქტიურად მონაწილეობს სსსმ მოსწავლის ირგვლივ მიმდინარე პროცესებში, სასწავლო თუ სააღმზრდელო გარემოში, თუმცა, გარდა იმისა, რომ ის კონსულტირებას უწევს და გარკვეულ რეკომენდაციებს აძლევს სსსმ მოსწავლესთან მომუშავე ადამიანებს(მასწავლებელი, აღმზრდელი, მშობელი, მეურვე) , ის თავად არის ამ რეკომენდაციების შემსრულებელი. მოსწავლის საჭიროებებიდან გამომდინარე, სპეც.მასწავლებელი სსსმ მოსწავლესთან გეგმავს ინდივიდუალურ მეცადინეობებს (რესურს ოთახში, კლასში, სააღმზრდელოში). ინდივიდუალური მეცადინეობების სიხშირესა თუ ხანგრძლივობას თავად სპეც.მასწავლებელი განსაზღვრავს მოსწავლის საჭიროებებისა და არსებული გარემოს გათვალისწინებით. ინდივიდუალური მეცადინეობები მიმართულია სსსმ მოსწავლის აკადემიური, სოციალური უნარების, ქცევის გაუმჯობესებისკენ. გარდა ინდივიდუალური მეცადინეობებისა, სპეც.მასწავლებელმა მოსწავლე შესაძლებელია ჩართოს ჯგუფურ აქტივობებშიც, ჯგუფური სამუშაოს დაგეგმვა განსაკუთრებით მაშინ ხდება სასურველი, როდესაც მოსწავლეს პრობლემები აქვს კომუნიკაციის დამყარების პროცესში, თანამშრომლობითი უნარების განვითარებაში და ა.შ.  სპეციალური მასწავლებლის ფუნქცია-მოვალეობები საკმაოდ ვრცელია, მისი შესრულება თავისთავად მოითხოვს გარკვეულ ცოდნას;
  

რა არის საჭირო იმისთვის, რომ სკოლაში წარმატებით ხორციელდებოდეს ინკლუზიური განათლება?


კადრების მომზადება. იმისათვის, რომ სკოლაში რეგულარულად დაინერგოს სწავლების ახალი მეთოდები, გაუმჯობესდეს სასწავლო გეგმები, დამკვიდრდეს კვლევის ახალი მეთოდოლოგიები, დაკმაყოფილდეს მოსწავლეთა მოთხოვნილებები, დირექციამ ყურადღება უნდა მიაქციოს თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას. სკოლის ხელმძღვანელობა მართებულია სათანადოდ აფასებდეს მასწავლებლების კომპეტენციის გაზრდას ინკლუზიური განათლების მიმართულებით და ხელს უწყობდეს ამ პროცესს.


სკოლების აღჭურვილობა.


 იმისათვის, რომ სრულყოფილად დაკმაყოფილდეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის საჭიროებები აუცილებელია სკოლის ფიზიკური გარემოს ადაპტირება და სკოლის აღჭურვა შესაბამისი ინვენტარით. ფიზიკური შეზღუდვის მქონე მოსწავლეების სკოლაში სწავლისა და დამოუკიდებლად გადაადგილებისათვის აუცილებელი პირობაა სკოლის ინფრასტრუქტურის ადაპტაცია. ეს სკოლის ფიზიკური გარემოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებას გულისხმობს. მართებულია, დირექციამ იზრუნოს სკოლის უნივერსალურ დიზაინზე, რაც ყველა მოსწავლისათვის ხელმისაწვდომ გარემოს გულისხმობს. უნივერსალური დიზაინი ნიშნავს ბარიერებისაგან თავისუფალ გარემოს. სხვაგვარად მას ასევე უწოდებენ ”შეღწევად დიზაინს”, ”ხელმისაწვდომ გარემოს” და ” დამხმარე ტექნოლოგიებს”.  
- სკოლას, რომელშიც ინკლუზიური განათლება ხორციელდება, აუცილებლად უნდა ჰქონდეს როგორც შიდა, ასევე გარე პანდუსები, რათა ეტლით მოსარგებლე მოსწავლე უპრობლემოდ შემოვიდეს და გადაადგილდეს სკოლის შენობაში; 
- სასურველია ჰქონდეს ლიფტი;
-სანიტარულ კვანძში გათვალისწინებული უნდა იყოს სპეციალური ტუალეტი; 
- დერეფნებსა და საკლასო ოთახებში დონეების სხვაობისას უნდა მოეწყოს მცირე დახრა; 
- ყველა საკლასო ოთახის კარი დამზადებული უნდა იყოს ეტლის სიგანის გათვალისწინებით.
 სკოლის, რომელშიც ინკლუზიური განათლება ხორციელდება, ერთ-ერთი შემადგენელი და მნიშვნელოვანი ნაწილია რესურს ოთახი, სადაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები დაისვენებენ, მოამზადებენ გაკვეთილებს, სადაც მათ ჩაუტარდებათ დამატებითი გაკვეთილები, სადაც ისინი შეხვდებიან ფსიქოლოგებს, სპეციალურ მასწავლებლებს და ა.შ. 
 შესაბამისად, სკოლამ უნდა გამოყოს ერთი ოთახი და ეს ოთახი აღჭურვოს შესაბამისი ავეჯით, სასწავლო ვიზუალური მასალით, წიგნებითა და კომპიუტერით.