სადამრიგებლო პროგრამა



სადამრიგებლო პროგრამა
















ყველა კლასს თავისი დამრიგებელი ჰყავს. სასურველია, რომ დამრიგებელი ასწავლიდეს
თავის სადამრიგებლო კლასს.
დამრიგებელს ევალება:
მოსწავლის დახმარება აკადემიური თუ სხვა პრობლემის გადაჭრაში;
მოსწავლეს, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის შუამავლობა პრობლემების
წარმოქმნის შემთხვევაში;
მშობლებისთვის შვილის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების გაცნობა
მინიმუმ თვეში ერთხელ;
საკუთარი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების დასწრების აღრიცხვის
ყოველდღიური შემოწმება და მოსწავლეთა დასწრების შესახებ ინფორმაციის
ყოველკვირეულად ასახვა სკოლის ოფიციალურ დოკუმენტში;
მოსწავლის მიერ საპატიო გაცდენის თაობაზე მიღებული შეტყობინების ასახვა
სკოლის ოფიციალურ დოკუმენტში;
სასწავლო წლის დასაწყისშივე მოსწავლისა და მისი მშობლების
ინფორმირება მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის შედეგად
მოსალოდნელი სავარაუდო შედეგების შესახებ;
თავისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის
შემთხვევაში, ამ მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და გაკვეთილებზე
დასწრების შესახებ ინფორმაციის მოსწავლის მიმღები სკოლისათვის
მიწოდების უზრუნველყოფა.
ამ გეგმით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულება.
დამრიგებელი ინდივიდუალური
შეხვედრების დროს უნდა აცნობდეს
მშობლებს შვილის მოსწრების
საკითხებს. დაუშვებელია ერთი
მოსწავლის ყოფაქცევისა და
აკადემიური მოსწრების შესახებ მეორის
მშობელთან ან მის თანდასწრებით
საუბარი. თუ მოსწავლე სკოლას
აცდენს, დამრიგებელი ვალდებულია
გაიგოს გაცდენის მიზეზი ყოველი ასეთი
შემთხვევისას. ყოველივე ამის
მისაღწევად აუცილებელია, რომ
დამრიგებელი პერიოდულად
ეკითხებოდეს საგნების მასწავლებლებს
მისი სადამრიგებლო კლასის
მოსწავლეების აკადემიური მოსწრების,
პიროვნული პრობლემებისა თუ ზოგადი
წარმატებების შესახებ. დამრიგებელი
ასევე პასუხისმგებელია ყოველი
ტრიმესტრის და წლის ბოლოს თავისი
სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების
ნიშნების დროულად და ზუსტად
შეტანაზე სასკოლო ნიშნების
ფურცელში, სადაც ხდება ამ ნიშნების
აღრიცხვა.
სასწავლო წლის დასრულებისას,
დამრიგებელმა უნდა გააკეთოს
სადამრიგებლო კლასის თითოეული
მოსწავლის ნიშნების, დასწრებისა და
ქცევის ანალიზი ინდივიდუალურად.
სკოლა ვალდებულია დაიცვას
შედგენილი ანალიზის
კონფიდენციალურობა. იმ შემთხვევაში,
თუ მოსწავლის საშუალო წლიური
ნიშანი 5.5-ზე დაბალია, დამრიგებელი
ვალდებულია, გააფრთხილოს მშობელი
და მოსწავლე შემდეგ სასწავლო
წლებში, მოსწავლის მიერ (თუ ეს არ
არის საფეხურის ბოლო კლასი)
მნიშვნელოვანი პროგრესის
აუცილებლობის თაობაზე, რათა
მოსწავლემ შეძლოს საფეხურის
წარმატებით დასრულება. სასურველია
დამრიგებელმა სასწავლო წლის ბოლოს
თითოეულ მოსწავლეზე დაწეროს
მოკლე დახასიათება, სადაც აღწერს:

ა) მოსწავლის ძლიერ მხარეებს,
მოსწავლის წარმატებებს აკადემიური
და სოციალური კუთხით, მის შესაძლო
მონაწილეობას წრეებში, სპორტულ
შეჯიბრებებსა თუ სხვა რაიმე
ღონისძიებებში.

ბ) მოსწავლის აკადემიური, ფიზიკური,
ემოციური და სოციალური
განვითარებისთვის მნიშვნელოვან
საკითხებს, რომელთა
გათვალისწინებაც სასარგებლო
იქნებოდა მოსწავლისათვის.

     დამრიგებელი მოიაზრება მოსწავლის
მრჩევლად, რომელიც ეხმარება მას
სკოლაში უკეთ მოღვაწეობაში, ხელს
უწყობს მას საკუთარი მიდრეკილებების
კლუბებსა ან წრეებში განვითარებაში,
ეხმარება მომავალი პროფესიების
არჩევაში, კონფლიქტების
მშვიდობიანად მოგვარებაში და სხვა.
ძირითადად დამრიგებელი აწესრიგებს
თავისი სადამრიგებლო კლასის
მოსწავლეების დოკუმენტაციას. თუმცა,
პატარა სკოლაში შეიძლება ეს ფუნქცია
დირექტორის მოადგილემაც (სასწავლო
ნაწილმაც) შეითავსოს.
     დამრიგებელი პასუხისმგებელია მისი
სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების
ყოველდღიური დასწრების აღრიცხვასა
და შემოწმებაზე ამ გეგმით დადგენილი

მოთხოვნების შესაბამისად.



 დამრიგებელი მოსწავლის მრჩევლად მოიაზრება. მისი მუშაობა უნდა ემყარებოდეს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და ხელს უწყობდეს მოსწავლეებში გონებრივი და ფიზიკური უნარების განვითარებას, მათ ჩაბმას სხვადასხვა კლუბსა თუ წრეში; ასევე, უნდა უწყობდეს ხელს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, უნდა უვითარებდეს ლიბერალურ და დემოკრატულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარებოდეს მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში.
   დამრიგებლის მიზანია ჯანსაღი, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე პიროვნების აღზრდა. სასწავლო პროცესის მართვა, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მონიტორინგი, მშობელთათვის ინფორმაციის დროული მიწოდება.ვეცდები ჩემს მიერ შემუშავებული სადამრიგებლო პროგრამა, კლასის ხელმძღვანელის სამუშაო გეგმა და ჩატარებული კლასის საათები სწორედ ამ მიზნების განხორციელებაზე იყოს ორიენტირებული.
  ●მოსწავლისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ გარემოში იმყოფება იგი, ამიტომ ვეცდები კლასში შევქმნა კარგი, მშვიდი, მოხერხებული სასწავლო გარემო, სადაც  მოსწავლე იგრძნობს მასწავლებლისა და ამხანაგების მხარდაჭერას.
  ●თანამშრომლობითი საქმიანობა მაშინაა წარმატებული, თუ ადამიანს გააჩნია სოციუმში ქცევის უნარი, ამიტომ ვეცდები კლასში შევქმნა თანამშრომლობითი ატმოსფერო და ვიზრუნო მათში სოციალური უნარჩვევების ჩამოყალიბებაზე, ხელი შევუწყო თითოეული მოსწავლის სასწავლო პროცესში ინტეგრციას.
  ● ვეცდები ჩემი, როგორც დამრიგებლის საამღზრდელო მუშაობა მიმართული იყოს პიროვნების ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი განვითარებისაკენ. ჩემი  სააღმზრდელო მუშაობის მთავარი პრინციპი ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის აღზრდა იქნება.
  ● ყველა ბავშვი უნიკალურია, ისინი დაჯილდოვებულნი არიან განსხვავებული ნიჭითა და შესაძლებლობებით, ვეცდები მათი გამოვლენისათვის შევუქმნა სათანადო პირობები და ხელი შევუწყო მათი შინაგანი ძალების აქტივაციას.
  ● სასწავლო პროცესის დაგეგმვაში მოსწავლეთა ჩართულობა ხელს უწყობს მათში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის ამაღლებას. მათი ჩართულობის ხელშესაწყობად მონაწილეობას მივაღებინებ აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები და სხვა.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში. ვეცდები მათი ინტერესები მაქსიმალურად გავითვალისწინო. ამგვარი ჩართულობა მოსწავლეს განუვითარებს ისეთ უნარჩვევებს, რომლების დაეხმარება მათ დამოუკიდებლად მოაგვარონ ცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეები.
  ● ვეცდები ჩემი უთიერთობა მოსწავლეებთან ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას, ჩემი მიზანი იქნება კლასში თანამშრომლობითი გარემოს შექმნა.
  ● სისტემატურად მექნება საუბარი მათ უფლებებსა და მოვალეობებზე. შევეცდები დავარწმუნო ისინი მათი შესრულების აუცილებლობაში.
  ● მოსწავლეზე დადებითად აისახება მასწავლებლისა და მშობლის თანამშრომლობა, ვეცდები მჭიდროდ ვითანამშრომლო მოსწავლეთა მშობლებთან - დროულად მივაწოდო ინფორმაცია მათი შვილების ყოფაქცევისა თუ აკადემიური მოსწრების შესახებ ასევე ვეცდები მივიღო ინფორმაცია მათი ოჯახური პირობების, ქცევის, მისწრაფებების, ჩვეულებების შესახებ, რომელთაც მიზნობრივად გამოვიყენებ.ვითანამშრომლებ საგნის მასწავლებლებთან და გამოვიკვლევ მათ აკადემიურ მდგომარეობას, დავეხმარები სიძნელეების დაძლევაში.
   ● თითოეული მოსწავლის შესახებ ინფორმაცია იქნება კონფიდენციალური.

Комментариев нет:

Отправить комментарий