понедельник, 21 сентября 2015 г.

მართმადიდებლური სამყარო 21 სექტემბერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დღეს აღნიშნავს.
გილოცავთ! ღვთისმშობელი იყოს ჩვენი და სრულიად საქართველოს მფარველი.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა.მამა მართალი იოაკიმე,დავით მეფის ტომიდან იყო.დედა მართალი ანა პირველი ღვდელმთავრის აარონის შთამომავალი.ღვთის მოშიშ ცოლ-ქმარს შვილი ხანდაზმულ ასაკში შეეძინათ.
მათ აღთქმა დადეს,თუ ღმერთი შვილს მისცემდათ,ახალშობილს ტაძარში მსახურებისთვის უფალს მიუძღვნიდნენ.უფალმა იოაკიმესა და ანას ლოცვა-ვედრება შეისმინა. მთავარანგელოზმა გაბრიელმა ამცნო ანას,რომ იგი მალე დედა გახდებოდა.ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი საკუთარ სახლში სამი წელი იზრდებოდა.
    მართალი იოაკიმ და ანა ეკლესიის მიერ "მშობლებად ღმრთისა" იწოდებიან, როგორც უფალ იესო ქრისტეს ხორციელნი წინაპარნი.მათ განსაკუთრებული მადლი აქვთ
ღვთისაგან-უშვილოებს შვილი მიანიჭონ,შეწყვიტონ მიწისძვრები და დაახშონ ქარიშხლები.
     ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ყველას შემწე და მეოხია,მაგრამ საქართველოსა და ქართველებს იგი განსაკუთრებით მფარველობს.